21 ნოე 2026, 13:37
0ტოკიოში, 5-6 დეკემბერს, ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრებიდან ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ამ დროისთვის 10 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაური იასპარეზებს, 73-ში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ლოლაძე, 81-ში დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლუკა ჯავახიშვილი იჭიდავებენ, ორი მონაწილე გვეყოლება მძიმე წონაშიც, - ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი.
2025 წელს ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ოქროს მედალს ილია სულამანიძე დაეუფლა, გიორგი ჯაბნიაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაო ირგუნეს.