21 ნოე 2026, 13:34
1საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეიოფში ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება - ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ლიგის მომავალ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიოფს ითამაშებს.
წყვილის პირველ მატჩს მეტოქე 2027 წლის 27 მარტს უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები კი საკუთარ არენაზე საპასუხო შეხვედრას 30 მარტს გამართავს.