21 ნოე 2026
იტალიაში საყოველთაო გაფიცვაში მილიონ ნახევარმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პროფკავშირული გაერთიანების ინფორმაციით, იტალიის მასშტაბით, დემონსტრაციები ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. აქციებში მონაწილეობდნენ დასაქმებულები, სტუდენტები და პენსიონერები.
მედიის ცნობით, 24-საათიანმა გაფიცვამ მოიცვა განათლების, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სექტორების თანამშრომლები. სხვადასხვა ქალაქში გარკვეული დროით არ მუშაობდა ავტობუსები, ტრამვაი და მეტრო.
გაფიცულები მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის შეცვლას, შრომითი უფლებების დაცვასა და მოსახლეობის გაღარიბების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვენ.
იტალიაში მსგავსი საყოველთაო საპროტესტო აქციები 30 ოქტომბერსაც გაიმართა. ათიათასობით დემონსტრანტი მაღალი ფასებისა და სამხედრო ხარჯების ზრდის წინააღმდეგ გამოვიდა.