ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით  მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა

21 ნოე 2026, 13:27

0
გაზიარება:

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირი, „ევროპის მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში, უკრაინისთვის  მილიარდი ევროს ღირებულების ლეტალურ და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.

ინფორმაციის თანახმად, დახმარება დრონებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საბრძოლო მასალას, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რადარის სისტემებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს მოიცავს.

უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება 2027 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში, ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური საჭიროებების მხარდასაჭერად 7.9 მილიარდი ევრო გადაურიცხა.