ზელენსკი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს

21 ნოე 2026, 13:23

2
გაზიარება:

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის ხიდი უკრაინის თავდასხმებისთვის სრულიად კანონიერი სამიზნეა. მისივე თქმით,  ისინი პასუხობენ რუსეთის თავდასხმებს და ამით ცდილობენ რუსეთმა იგრძნოს თუ რა ნიშნავს ომი.

"ეს სრულიად კანონიერი სამიზნეა, რადგან მათ ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს, ხიდი ააშენეს და რუსეთის ნაწილი დაარქვეს. აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერა შეუძლია და იმედი მაქვს, კონგრესი ერთიანობას გამოავლენს"- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.