ბრიუსელის ახალი წესი ახალი წევრებისთვის - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს წესი ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპს - თანასწორუფლებიანობას ეწინააღმდეგება

21 ნოე 2026

ბრიუსელის ახალი პირობა ახალი წევრებისთვის - გაწევრიანება ხმის უფლების გარეშე, გამოსაცდელი ვადით, რასაც ევროკავშირის ელჩების ფართო მხარდაჭერა უკვე აქვს.

გაფართოების ამ წესის მიხედვით, თუ წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მას შესაძლოა ხმის უფლება შეუჩერდეს. რიგში პირველი, რომელზეც ახალი მექანიზმი უნდა გამოცადონ მონტენეგროა.

ბრიუსელის ახალი პირობა პოლიტიკური შეფასებების საკითხია საქართველოში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატები შანტაჟის ბერკეტის შენარჩუნებას ცდილობენ და უგულებელყოფენ ფაქტს, რომ გაფართოების ახალი მექანიზმი ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპს - თანასწორუფლებიანობას ეწინააღმდეგება.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი ახლა უკვე ამ ახალი წესით ცდილობს საკუთარი გავლენების გავრცელებას. მათი თქმით, რეპრესიული მექანიზმი ბიუროკრატებს ანიჭებს უპირატესობას - საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად გადაწყვიტოს სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები.