საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 24 ოქტომბერს განახლდება

21 ნოე 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 24 ნოემბერს განახლდება.

ორი დღის განმავლობაში მოსარჩელე მხარეს კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამდნენ, მომავალ კვირაში კი პაექრობის საშუალება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც მიეცემათ.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა გამოჩნდეს, რას ეყრდნობა სარჩელი და რა საფრთხე მომდინარეობს მათგან დემოკრატიის წინააღმდეგ, რის გამოც მათი პარტიების აკრძალვაა მოთხოვნილი.

მოსარჩელე მხარე  საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილ არგუმენტებს ასახელებს, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ ისეთ დანაშაულებს, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი საერთაშორისო დასკვნებით არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.

მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას:  „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.