ხვალ ქვეყანაში გლოვის დღეა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

21 ნოე 2026

ხვალ ქვეყანაში გლოვის დღეა - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან ნგრევის შედეგად დაშავებულები. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხუთი კი კლინკიკებში გადაიყვანეს.