ნიკოლ ფაშინიანი: ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს

20 ნოე 2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს.  

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს,"- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.