ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

20 ნოე 2026, 20:53

0
გაზიარება:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 4 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელს მიღების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

კერძოდ, უწყების ცნობით, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მძევლის ოჯახის წევრებს და გათავისუფლების სანაცვლოდ 2 500 000 თურქული ლირის გადაცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.