20 ნოე 2026
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" ბრუნდება. საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალს ბათუმი მომდევნო ერთი კვირის გამავლობაში უმასპინძლებს.
პირველი თეატრალური წარმოდგენა 23 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. სპექტაკლს მარო მაყაშვილზე მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ითამაშებენ.
წელს ფესტივალში, პირველად მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკოლები ჩაერთვებიან. გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდებიან, თუმცა ორგანიზატორებს ამჯერადაც აქვთ სხვადასხვა სპეციალური პრიზი. მათ შორის, ბათუმის დრამატული თეატრის გარდაცვლილი მსახიობების სახელობის და წელს ასეთი მსახიობის ლევან ღლონტის პრიზი იქნება.
ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი", რომელსაც ქალაქი ტრადიციულად ნოემბრის ბოლო კვირას მასპინძლობს, ბათუმის მერიის დაფინანსებით გაიმართება.