აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ათ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 21,103.8 ათასი ტონა ნავთობი გადაიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით, 7.3 პროცენტით ნაკლებია

20 ნოე 2026

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 21,103.8 ათასი ტონა ნავთობი გადაიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 7.3 პროცენტით ნაკლებია.

„მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის 81.8 პროცენტი (17,268.7 ათასი ტონა) აზერბაიჯანში წარმოებული ნავთობი იყო, ხოლო 18.2 პროცენტი (3,835.1 ათასი ტონა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აზერბაიჯანში ნავთობსადენებით 36,306.2 ათასი ტონა ნავთობი გადაიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით 6.3 პროცენტით ნაკლებია.

ტრანსპორტირების 74.9 პროცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით განხორციელდა.