20 ნოე 2026
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სწავლობს ენერგოომბუდსმენი. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის განცხადების მიხედვით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა.
რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას კი ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
“მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლას და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.