ნინო წილოსანი: ნებისმიერი თავმოყვარე ერი და სახელმწიფო გააპროტესტებს ისეთ მიდგომას, როცა ევროკავშირში თითქოს უპირატესი და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების კლასტერი ყალიბდება

20 ნოე 2026

ევრობიუროკრატების რეპრესიული და დამამცირებელი მოქმედებები საქართველოს მასშტაბს გასცდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ისეთი რეგულაციები მიიღონ, რომელიც მათ ათწლიან მორჩილებაში ამყოფებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იქნებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი უფლებები შეზღუდული ექნებათ.

„კერძოდ, წევრ სახელმწიფოს პირობითად ათი წლის მანძილზე არ შეეძლება, რომ მისი მოსაზრება ისე დააფიქსიროს, როგორც ამას ძველი წევრები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი სტანდარტია და დამამცირებელი მიდგომა ევროკავშირის ახალი წევრების მიმართ. კანდიდატ ქვეყნებს ლოგიკური კითხვა აქვთ, ღირს თუ არა ასეთ გაერთიანებაში შესვლა. თავისთავად, ნებისმიერი თავმოყვარე ერი და სახელმწიფო გააპროტესტებს ისეთ მიდგომას, როცა ევროკავშირში თითქოს უპირატესი და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების კლასტერი ყალიბდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ევრონიუსმა“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.