ფონიჭალაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ

20 ნოე 2026

ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ლევან მუსელიანის თქმით, მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში. 

''ამ დრომდე, მეხანძრე-მაშველები რჩებიან ადგილზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.

რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას, უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან'' - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.