20 ნოე 2026
ამ დროისთვის, საავადმყოფოში ფონიჭალიდან შეყვანილი 3 პაციენტი რჩება, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კიდევ ერთი, მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
''ამ წუთისთვის, მდგომარეობა უცვლელია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, თუმცა დიაგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია.
მას აღენიშნება 87%-იანი, მასშტაბური დამწვრობა - არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია'' - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.