მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს

20 ნოე 2026, 14:05

0
გაზიარება:

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.