ბათუმში ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

20 ნოე 2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას გზების დეპარლამენტი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მდ.ჭოროხის ჭალა-კალაპოტიდან გამოყოფილი საკარიერო უბნიდან, ზღვის სანაპიროზე 110000 მ3 პლაჟწარმომქმნელი მასალის შემოტანა მოხდება. პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე 325 მეტრს, ხოლო მეორე უბანზე 290 მეტრს შეადგენს. პროექტის მიზანია ქ. ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლის პლაჟების ხელოვნური კვება, რაც პლაჟის პარამეტრების შენარჩუნების და მისი შესაბამისი მასალით შევსებას უზრუნველყოფს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.5 მლნ. ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყებადა 16 დეკემბერს დასრულდება.