20 ნოე 2026, 12:48
4სპორტული მედიცინის ასოციაციამ თანამედროვე სამედიცინო-დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სისტემები შეიძინა. ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაციაც გაიმართა.
წარმოდგენილი იყო სამი თანამედროვე სისტემა: კარდიორესპირატორული დატვირთვის ტესტირების სრული კომპლექსი და იტალიური კომპანია „ტექნობოდის“ ორი ტექნოლოგიური სისტემა - „დივოლი“ და „ჰომინგი“.
ტესტირების სისტემა ფიზიკური დატვირთვის პირობებში ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციონირების, ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების, ფიზიკური გამძლეობისა და დატვირთვისადმი ორგანიზმის რეაქციის კომპლექსურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
„ტექნობოდი ჰომინგი“ მოძრაობის შეფასების, ფიზიკური ვარჯიშისა და ტელერეაბილიტაციის ტექნოლოგიური პლატფორმაა.
სისტემა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ ინდივიდუალური სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამები, აკონტროლონ მათი შესრულება და დისტანციურადაც წარმართონ პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესი.