20 ნოე 2026
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სპორტის მინისტრმა მიულოცა.
ქართველმა მოჭადრაკემ სერბეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე +75 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა.
ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირზე 11-დან შვიდი ქულა მოაგროვა და სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა.
სერბეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონობა ქართველმა დიდოსტატმა, ზურაბ სტურუამაც იზეიმა.