20 ნოე 2026
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორები საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები.
წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება, ასევე 12 000-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა.