ბათუმში ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი იმართება

20 ნოე 2026, 12:34

3
გაზიარება:

ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი „გაყიდვების ახალი ერა: სტრატეგიები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები“ ბათუმში იმართება.

ფორუმის მიზანია, ქალ მეწარმეებს შესთავაზოს თანამედროვე ბიზნესგარემოზე მორგებული ცოდნა, პრაქტიკული ინსტრუმენტები და გაყიდვების განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების არხების განვითარებაში, ახალი ბაზრების ათვისებასა და ბიზნესშემოსავლების ზრდაში დაეხმარება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები წარმატებულ ბიზნესქეისებს გაეცნობიან, პრაქტიკულ გამოცდილებას მოისმენენ და სახელმწიფო და კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

დღეს 10 წარმატებულ მეწარმე ქალს დააჯილდოებენ.