„რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ - საერთაშორისო კონფერენცია

20 ნოე 2026

„რეკრეაციული პარკები: მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ – ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

რიგით მეოთხე კონფერენციაზე გამწვანების თანამედროვე ტენდენციებს, ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლს, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებასა და ბაღების ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს განიხილავენ.

ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ასევე იმსჯელებენ რეკრეაციული სივრცეების განვითარების შესაძლებლობებზე. კონფერენციის პროგრამა პრაქტიკულ ვორქშოპებსაც მოიცავს.

კონფერენციის მიზანი თანამედროვე მიდგომების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.