ირაკლი კობახიძე: გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს

20 ნოე 2026

გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.

„გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდი, მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.