ფონიჭალაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

20 ნოე 2026

ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კორპუსთან იმყოფებიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებიც გუშინ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.