20 ნოე 2026
საქართველოში ჩეხეთის საელჩო ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.