ბრიტანეთის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

20 ნოე 2026

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.