ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციას არ აქვს მორალი, არ არსებობს საკითხი, რომელსაც პოლიტიკური სარჩული არ შესძინეს, ისინი არიან ქვეყნის მტრები და ყველაფერს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ

20 ნოე 2026

ოპოზიციას მორალი არ აქვს, არ არსებობს საკითხი, რომელსაც პოლიტიკური სარჩული არ შესძინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ყველაფერს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ.

„ოპოზიციას მორალი არ აქვს. საკითხი არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკური სარჩული არ შესძინეს. რაიმე ტრაგედია არ არსებობს, სადაც პოლიტიკურად განცხადებების კეთება არ დაიწყეს. მსგავსი ამბავი იყო, როდესაც ბათუმში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ჩვენი ქვეყნის მტრების განცხადებები მაშინაც გვახსოვს. ყველაფერში ხელისუფლების დადანაშაულება უნდათ. მორალიდან დაცლილი არიან. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ყველაფერს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ და გამოუძიებლად ყველაფერი დააბრალონ. ეს არის დღევანდელი სახედაკარგული ოპოზიცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჭეიშვილმა.