ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება

20 ნოე 2026

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი მამაკაცი რჩება. 

ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა. მინისტრის ინფორმაციით, მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ.
რაც შეეხება მამაკაცს, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ის ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.