20 ნოე 2026, 00:04
3ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვი, სამი ქალი და ერთი მამაკაცია.
შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.
„ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა