19 ნოე 2026
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 150-მდე პირს სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებენ. შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, კორპუსის მდგრადობის შემოწმება დაასრულა.
შეფასების მიხედვით, პრობლემურია მხოლოდ ორი სადარბაზო. დროებით საცხოვრებელში გადაყვანილ პირებს დახმარებას მუნიციპალიტეტი გაუწევს.
საუბარია დაახლოებით 28 ოჯახზე.