როგორია 5 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

19 ნოე 2026

3 წლის ბავშვი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამოყვანის მომენტში ბავშვი კონტაქტური იყო და გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე, ერთი შეხედვით და დათვალიერებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ველოდებით პასუხებს. რასაც ვაკვირდებით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, ანი დალაქიშვილმა.