ბათუმში ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

19 ნოე 2026, 21:48

2
გაზიარება:

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ღირსების ორდენის კავალერისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ტურნირი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და ჭაბუკთა შორის, 10 წონით კატეგორიაში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს ყველა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად, აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.