19 ნოე 2026, 21:44
4სტუდენტური სპორტული ფესტივალის „უნიგამის“ მონაწილეთა გაცნობითი შეხვედრა ჩაქვში გაიმართა. აჭარაში პირველად დაგეგმილ ღონისძიებაში რეგიონის 5 უნივერსიტეტისა და 2 პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 7 გუნდი იასპარეზებს.
19-23 ნოემბრის პროგრამა „უნიქვესთს“, „ქროსფიტს“, სპორტულ ქვიზს, ფაზლს, კვადრო ტურსა და მიზანში სროლას მოიცავს.
გამარჯვებულ გუნდს ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცემა. ღონისძიება აჭარის მთავრობისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და რეგიონში სტუდენტური სპორტული ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრება.