19 ნოე 2026, 21:40
1სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა მიმოიხილა.
მან ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.
მოსმენაში მონაწილეობდნენ ფილიპინების, სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, კამბოჯის, ლაოსისა და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციები.
შეხვედრაზე გამოითქვა საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების სურვილი. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე.