19 ნოე 2026
ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები უკვე 10 საათია გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, ერთი კი გადარჩენილია.
მაშველები ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.