19 ნოე 2026
პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მართლაც ტიტანურ ძალისხმევას ეწევა, რისთვისაც მას მხოლოდ ქება ეკუთვნის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ლიდერთა შეხვედრები, მათ შორის, „მსურველთა კოალიციის” შეხვედრა თუ ჩინეთში გამართული შეხვედრა, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ ამის გამო არანაირი წუხილი არ აქვს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი და აშშ დიდი ბირთვული სახელმწიფოები არიან, ჩინეთი კი მზარდი ბირთვული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული სახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ; სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები მართავენ შეხვედრებს და ცდილობენ, შეთანხმდნენ შემდგომი მოქმედების საუკეთესო გზაზე. პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად უზარმაზარ ძალისხმევას მიმართავს და მე მხოლოდ მივესალმები ამას“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბუ დაბიში ევროპელები, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ შემდგომი ნაბიჯების საუკეთესო გზაზე, რომელშიც ევროპაც იქნება ჩართული.