ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

19 ნოე 2026

ფონიჭალაში ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე 10 საათია მიმდინარეობს. მაშველები კორპუსის ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანს ეძებენ. მანამდე მათ ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც ორი ქალია, ერთი კი ბავშვი. 

ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს