თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ცხედარია ამოსვენებული

19 ნოე 2026

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ცხედარია ამოსვენებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამი ცხედრიდან ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანია.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს სამი პირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ცნობისთვის, მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო სამის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.