მომავალ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 110 მილიონამდე იქნება

19 ნოე 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს დღეს ქობულეთში. საჯარო განხილვაზე მოსახლეობას ბიუჯეტის პროგრამული პრიორიტეტები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.  

მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 110 მილიონამდე იქნება. 

დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, ჯანდაცვის პროგრამები. დღეს განხილვაზე მოსახლეობის შენიშვნები და მოთხოვნები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა, მათ შორის  წყალმომარაგებას, საკანალიზაციო ქსელის გამართვას, სკვერების მოწყობას.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, შენიშვნებს საბოლოო პროექტში მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. მომავალ კვირას საკრებულო იმსჯელებს რა რეკომენდაციებით დაუბრუნებს მერიას ბიუჯეტის პროექტს.