აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

19 ნოე 2026

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა. ტრამპი, სი ძინპინი და პუტინი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. მოლაპარაკებები საათ-ნახევარს გაგრძელდა.

სამიტის დასრულების შემდეგ სააგენტოების მეშვეობით ლიდერების ერთობლივი დეკლარაცია გავრცელდა.

დეკლარაცია, სახელწოდებით „მშვიდობის შესახებ“, ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება და მსოფლიოში სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების პოზიციებს ასახავს. დოკუმენტი ეხება მხოლოდ გაეროს რეფორმირებას, ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას, სახელმწიფო მოხელეების იმუნიტეტის მნიშვნელობასა და ბირთვული იარაღის რისკების შემცირების მიზნით დიალოგს.

ლიდერები ადასტურებენ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. ისინი ასევე აცხადებენ მზადყოფნას, აწარმოონ დიალოგი ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ოთხპუნქტიან დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ლიდერების მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.

შეხვედრას წინ უძღოდა ტრამპის ორმხრივი მოლაპარაკებები სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან.