3 წლის ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

19 ნოე 2026

მცირეწლოვანი, რომელიც ფონიჭალაში, ნანგრევებიდან ცოცხალი, კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ის მეორე მესამე სართულებს შორის ნანგრევებში იპოვეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.