19 ნოე 2026, 15:59
0„ესენი საქართველოზე კი არ არიან შეყვარებულები, არამედ ძალაუფლება უყვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ხუთ ოპოზიციურ პარტიაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ეს ხუთი პარტია - და, შეიძლება, კიდევ რამე დასამატებელი იყოს მათზე - არის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც რამდენჯერმე სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა „მაიდნის“ სახით. სხვა ხედვა არ მაქვს: ესენი არიან კრიმინალური დაჯგუფების ერთეულები, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთიანია... სიყვარულით რომ მოკლავენ კაცს, ე.ი. არ ითვლება მკვლელობად? ასე გამოდის. ესენი საქართველოზე კი არ არიან შეყვარებულები, ძალაუფლება უყვართ და გამიზნულები არიან ამაზე. ეს არის კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფება, პლუს ამას ყველაფერს ფინანსდება და იმართება უცხოეთიდან, ანუ უცხოეთის აგენტია...“, - განაცხადა გუგუშვილმა
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული პოლიტიკური ძალების აკრძალვამ შესაძლოა ქვეყანაში ახალი, რეალური ოპოზიციური ალტერნატივის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი
„საკონსტიტუციო სასამართლო თუ შეძლებს, რომ აკრძალოს ესენი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. ამის მერე, იქნებ, შეიქმნას ნამდვილი ოპოზიცია. ასე ვთქვათ, მე თვითონ არსებული ხელისუფლება არ მომწონს, მაგრამ ვერ ვხედავ ალტერნატივას და იქნებ ეს ალტერნატივა ამათი გამოთიშვის მერე რაღაცნაირად შეიქმნას საქართველოში“, - აღნიშნა ბესარიონ გუგუშვილმა.