ზაზა შათირიშვილი: „ლიბერალური დემოკრატია დიდი ხანია აღარ არსებობს, არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში“

19 ნოე 2026, 15:57

0
გაზიარება:

„რასაც ახლა ვუყურებ, ლიბერალური დემოკრატია დიდი ხანია აღარ არსებობს არც ევროპაში და არც შეერთებულ შტატებში“ - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში შექმნილი ვითარება თომას ჰობსისეულ მდგომარეობას - „ომი ყველასთვის ყველას წინააღმდეგ“  ემსგავსება და თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი სუვერენიტეტიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„თუ მას გადარჩენა უნდა,  მაშინ უნდა გაიწმინდოს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ იმას, ვინ რას იტყვის. მით უმეტეს, ისეთი ძალა, როგორიც საერთაშორისო არბიტრაჟია, უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს...

როდესაც არის სიტუაცია - „ ომი ყველასთვის ყველად წინააღმდეგ, მაშინ ნებისმიერ სუბიექტს, ნებისმიერ ინდივიდს, ნებისმიერ კოლექტიურ ინდივიდს, როგორიც არის ერი, აქვს შინაგანი არა უფლება, არამედ მოვალეობა, გადაარჩინოს საკუთარი თავი და მომავალი. ერი მარტო ის კი არ არის, ვინც ახლა ჩვენ ვართ, არამედ ის მომავალიც, რომელიც იქმნება“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.