19 ნოე 2026, 15:55
0თვითონ ევროპა არის ძალიან მძიმე სიტუაციაში. უკრაინის მარცხი რეალურად ნიშნავს ევროპის მარცხს და ევროპის კაპიტულაციას - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მე ასე ვიტყოდი, მათ პრაქტიკულად ჩვენი თავი აღარ აქვთ, თავის თავს უნდა მიხედონ. იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ერთი ქვეყანა ხომ დაღუპეს უკრაინის სახით, მაგრამ უკრაინის უკან ვინ არის? უკრაინის უკან არის ე.წ. კოლექტიური ის, რასაც განასახიერებს ბრიუსელი. როდესაც ჩვენ 2022 წელს კოლექტიური თვითმკვლელობა მოგვთხოვეს, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. ამას ვერ გვპატიობენ“, - განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მისთვის მისასალმებელია.
„ღვთის წყალობით, მთავარი რაღაც ხდება - ევროპა იშლება, ევროკავშირი იშლება - მე მხოლოდ ამას მივესალმები, როგორც ქართველი. როგორც იტყოდა რეზო გაბრიაძის ცნობილი პერსონაჟი: თვალი დაუდგეს ევროპას, მეც ქართველი ვარ ბოლოს და ბოლოს. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მიხარია ის პროცესები, რაც ხდება ევროპაში, განსაკუთრებით პოლონეთში და საფრანგეთში“, - განცხადა შათირიშვილმა