ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გრძელდება

19 ნოე 2026, 16:11

1
გაზიარება:

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები მოქალაქეებისთვის გრძელდება. მოსახლეობას მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად აცნობენ. საჯარო განხილვები გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ქალაქის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები დააფიქსირონ. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 614 მილიონ ლარს შეადგენს. 

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალური სერვისები, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, ასევე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა. საჯარო განხილვების შედეგად მომზადებული, შესწორებული პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარედგინება.

ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტი წარმომადგენლობითმა ორგანომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.