19 ნოე 2026, 13:11
1ფიფამ ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთან და უკრაინასთან მარცხის შემდეგ სარეიტინგო ქულები დაკარგა, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ 74-ე ადგილზეა.
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები მარტში პლეი-ოფში ითამაშებს. მეტოქე 20 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გაირკვევა.
შესაძლო მეტოქეები ესტონეთი, ბელარუსი, ფარერის კუნძულები და კვიპროსი არიან.
ფიფას რეიტინგის მომდევნო და წლის ბოლო განახლება 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.