"ბათუმი" ევროპის თასზე "ოპავასთან“ დამარცხდა

19 ნოე 2026, 13:10

1
გაზიარება:

საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა“ ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ჩეხურ "ოპავასთან“ სტუმრად დიდი ანგარიშით, 62:104 დამარცხდა.

ბათუმელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კარსონ ბაშემი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ოჩხიკიძემ კი შეხვედრა 11 ქულითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ამრიგად, ზღვისპირელებმა ჯგუფურ ეტაპზე მეშვიდე მარცხი იწვნიეს და სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

"ბათუმი" მომდევნო მატჩს ფიბა ევროპის თასზე სანაკრებო პაუზის შემდეგ 9 დეკემბერს  გამართავს. ბუბა ბერიშვილის გუნდი ბერძნულ „პრომითეასს“ უმასპინძლებს.