ჟურნალ "არჩევნები 360˚-ის" აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

19 ნოე 2026, 13:06

1
გაზიარება:

ჟურნალ "არჩევნები 360˚-ის" აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა მარნეულში. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდებს  ინფორმაცია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მუშავდება.

ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.