19 ნოე 2026, 13:05
1პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა დაათვალიერეს. ისინი პრობაციის ბიუროს თანამშრომლებსაც შეხვდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.